|
2021-09-10 17:26:10, 785 ნახვა
სამართალი
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, ბრალდებული ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძემ კი, მერსაკულოვის გათავისუფლებას ითხოვდა. საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებდა, რომ დაკავებულის მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, რაფაელ მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი, დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტარი იქნა ამოღებული. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)