|
2021-09-10 10:40:31, 455 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია მოქალაქეებს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობას დღეს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა. მერობის კანდიდიატმა საკუთარი გეგემები ადგილობრივ მოსახლეობას, პროპორციული სიის პირველ ნომერთან ირაკლი გოგოხიასთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან თამარ სოსელიასთან ერთად შეხვდა. „დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები მოსახლეობასთან. კარგია, რომ ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა ეზოების კეთილმოწყობა, შეიქმნა სარეკრეაციო უბნები, ასევე, ვიმყოფებოდით ტოლსტოის ქუჩაზე, სადაც შევხვდით კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას, გავეცანით მათი საჭიროებები. ამ ტიპის შეხვედრები მაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ საჭიროებები რაც კონკრეტულ უბანს, სოფელს, მოსახლეს აქვს და ამის შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი მოქმედებები. მიხარია, რომ ამ უბანს ჰყავს ძალიან კარგი მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ სოსელია. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სალომე ფაცაციას, მოქმედ მაჟორიტარს გაწეული მუშაობისთვის! - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)