|
2021-09-09 18:43:14, 696 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრის მთავრი თემა 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. -ამის შესახებ ინფორმაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, კერძოდ ხმის დათვლის საპილოტე პროექტს და ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი წარმომადგენლობა ყურადღებით დააკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს და მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ სიახლის დანერგვის პროცესს, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნებისთვის გეგმავს. „ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ჩართულობა და დაკვირვება მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას. იაპონიის ელჩთან მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მე მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. „გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 9 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.“-ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)