22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 15:53:27, 989 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე, “თალიბანმა“ მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა

ავღანეთში, დემონსტრანტები  არ დაემორჩილნენ „თალიბანის“ ბრძანებას  სახლში დარჩენასთან დაკავშირებით და კვლავ გამოვიდნენ ქუჩებში -ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა პაკისტანის საელჩოსთან ქაბულში, “თალიბანის“ შეიარაღებულმა პირებმა  კი მათ ცეცხლი გაუხსნეს.

 განსაკუთრებით პროტესტის დიდი მაშტაბებით გამოირჩევა, ფარვანსა და ნიმრუზის პროვინციებში.

ასევე გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ასახავს "თალიბების“  მიერ  აქციის გაშუქების დროს ნაცემ, ორ ჟურნალისტს.

ათობით ქალმა ქაბულში და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ბადახშანში ოთხშაბათს გააპროტესტა „თალიბანის“ მიერ დროებითი მთავრობის ფორმირება, სადაც ყველა პოზიციას მამაკაცები იკავებენ.

ზოგიერთი ქალი, რომელიც ითხოვდა მთავრობაში ქალი მინისტრების დანიშვნას, დემონსტრაციების დაშლისას სასტიკად სცემეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics