|
2021-09-08 11:52:02, 459 ნახვა
საზოგადოება
მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის - მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საპარკე კულტურის განვითარების მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს. „აღნიშნული სკვერი მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციის შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა. 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა რეაბილიტაციის სამუშაოები. პარკში საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი განახლდა. შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემები. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ, დამატებით, გამწვანებული თარგებიც მოეწყო. შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა. რამდენიმე დღეში აღნიშნულ სკვერში მისვლისა და ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)