|
2021-09-08 10:49:43, 382 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია მოქალაქეებს ორულში, დიდინეძში და დიდინეძის კახათში შეხვდა
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორულუ, დიდინეძი და დიდინეძის კახათში გამართა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და კონკრეტული სოფლების განვითარების გეგმები გააცნო. მამუკა წოწერიას განმარტებით, პირველადი ინფრატსრუქტურის პრობლემა ყველა სოფელს გადაეჭრება, რაც სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატოორიების, წყლის, შიდა გზების პრობლემების მოგვარებას გულისხმობს: „დღეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: ორულში, დიდნეძსა და დიდინეძის კახათში. საკმაოდ აქტიური იყო მოსახლეობა, რაც დასაფასებელია და ერთად შევჯერდით იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში მოუგვარდება ჩვენს მოქალაქეებს. ადგილობრივები ძალიან კარგად აფასებენ უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შეხვედრებს ძირითადი გამოწვევის - ვაქცინაციის პროპაგანდისთვის და კარგია, რომ მოსახლეობაც აქტიურად მოგვყვება ამ საკითხში" - განაცხადა მამუკა წოწერიამ. მერობის კანდიდიატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)