|
2021-09-07 16:51:35, 421 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს ხელმძღვანელი IRI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ექსპერტ-ანალიტიკოსებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ექსპერტ-ანალიტიკოსებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია არჩევნების ორგანიზების კუთხით ახორციელებს; მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, კერძოდ ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის პროცესზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც დელეგაციის წევრებს ინფორმაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდეს. კერძოდ საუბარი შეეხო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პილოტს, რომელიც თბილისში, კრწანისის საარჩევნო ოლქში ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებას გულისხმობს. 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს IRI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება; ისინი არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაუწევენ მონიტორინგს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)