|
2021-09-06 17:33:27, 376 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გადელიამ შპს „აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა
,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გია ადამიასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატთან საბა ოდიშარიასთან და მაჟორიტარ კანდიდატთან კაპიტონ ტორჩინავასთან ერთად, შპს „აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებმა სოფელ ზემო ფოცხოში, 22 ჰა მიწის ნაკვეთზე მოცვის პლანტაცია გააშენეს. პროგრამა „დანერგე მომავლის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. შპს „აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი. პლანტაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა მოწყობილი. ,,სენაკის მუნიციპალტეტს კენკროვანი კულტურების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ,,ქართული ოცნების” გუნდი აქტიურად გააგრძელებს დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით” - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)