|
2021-09-05 21:23:36, 476 ნახვა
საზოგადოება
ხარვეზი აღმოფხვრილია - ჯორჯიან ეარვეისის განმარტება
ხარვეზი აღმოფხვრილია და თვითმფრინავი რეისს უახლოეს პერიოდში განახორციელებს, - "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, თბილისი-ვენის რეისის შესრულებისას, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან აფრინდა, პილოტს, თემურ თოლომაშვილს მიეცა სიგნალი, რომ შასი არ დაიხურა. რის შემდეგაც მან საწვავი დაცალა და აეროპორტში დაეშვა. ცნობილია, რომ ბორტზე 182 ადამიანი იმყოფებოდა. "ჯორჯიან ეარვეისის" რეისი თბილისი-ვენა განხორციელდება, მიმდინარეობს ახლა უკვე შესაბამისი პროცედურები. მგზავრთა ჩასხდომა დაიწყება უახლოეს პერიოდში და თვითმფრინავი განახორციელებს თბილისი-ვენა რეისს. რა მოხდა - მოხდა ტექნიკური გაუმართაობა, ეს არ არის რაღაც სერიოზული დარღვევა, ან სერიოზული პრობლემა თვითმფრინავისთვის, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. როდესაც აფრინდა ბორტზე, ხომალდმეთაურს სიგნალი მიეცა რომ შასი არ დაიხურა, ხომალდის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავი დაესვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გამოეძახებინა ჩვენი შესაბამისი ექსპერტები. ჩაეტარებინა შემოწმება. ენახა რა ხარვეზია და ამის შემდგომ განეხორციელებინა რეისი. ხომალდის მეთაურმა თავისი მოვალეუოაბ უმაღლეს დონეზე შეასრულა. დახარჯა საავიაციო საწვავი მიიყვანა თვითმფრინავი იქამდე რომ დასაჯდომად ყოფილიყო უსაფრთხო. შემოწმდა თვითმფრინავი. სრულ მზადყოფნაშია რომ რეისი განახორციელოს, - ამბობს ბოკერია.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)