|
2021-09-01 12:34:20, 563 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი - მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ, ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი
მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდპანდემია ჯერ კიდევ გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. „რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, კოვიდპანდემია, ბუნებრივია, ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამ სიტუაციაში, რაც არის გამოსავალი სწორედ ვაქცინების სახით, ვაქცინები საკმარისზე მეტი შემოვიტანეთ ამ ეტაპისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ.'', - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)