|
2021-08-31 11:27:46, 480 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე აბაშიძის, ტაბიძისა და აბაშელის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა
"თქვენი ჩართულობა და აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ თქვენ იცით რა ჭირდება თითოეულ უბანს, თუ ქუჩას"- ასე მიმართა "ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობას. გიორგი ტყემალაძე ადგილობრივებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ასევე გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. მისი თქმით, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის მერიამ და საკრებულომ მიიღო, დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. "ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მიღება და სატრანსპორტო რეფორმა. გარდა ამისა, ვმუშაობთ, გარემოს გაუმჯობესების მიმართულებითაც და თქვენ ხედავთ, რომ თბილისში სულ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა. გამარჯვების შემდეგ, თქვენი აქტიური ჩართულობით, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გავაგრძელებთ"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)