|
2021-08-30 10:25:54, 964 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და მათ უბნის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სისტემატურად გაგრძელდება, რადგან სწორედ მათთან საუბარში იკვეთება რაიონში არსებული ყველაზე რეალურიგამოწვევები, რომელთა დაძლევის გზებზე მუშაობა ისევ და ისევ მოსახლეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, პარლამენტის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)