|
2021-08-28 19:24:23, 1142 ნახვა
მსოფლიო
„ნატოს“ წევრი ქვეყნები იბრძვიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქაბულის აეროპორტი, ღიად დარჩეს მათთვის 31 აგვისტოს შემდეგაც
„ნატოს“ წევრი ქვეყნები იბრძვიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქაბულის აეროპორტი, ღიად დარჩეს მომავალ კვირის (31 აგვისტოს) შემდეგაც, სასწრაფოდ საჭირო ჰუმანიტარული ფრენებისთვის. თურქთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ გაუწევს „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს ტექნიკური დახმარებას. საევაკუაციო ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, თუმცა მათ არ უთქვამთ, დათანხმდება თუ არა „თალიბანი” ასეთ პირობას. დასავლეთი ღიად აღნიშნავს, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნება იმ ქვეყანისთვის, სადაც მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლმების გამო 18 მილიონი ადამიანის სიცოცხლე სწორედ ამ ჰუმანიტარულ დახმარებებზეა დამოკიდებული. მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომელსაც „გაეროს „ჰუმანიტარულ საჰაერო სამსახურს მართავს, გეგმავს შაბათ -კვირას ფრენების დაწყებას ავღანეთში ჰუმანიტარული „ საჰაერო ხიდის“ შესაქმნელად, განუცხადა გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში გამართულ სხდომაზე. დუჟარიკმა თქვა, რომ გაურკვეველია რა მოხდება ქაბულის აეროპორტში 31 აგვისტოს შემდეგ. მისი თქმით, რამდენად იქნება მათი უსაფრთხოება დაცული უცნობია. "თალიბებს" ევალებათ უზრუნველყონ, რომ შექმნან ისეთი სისტემა ,რომელიც ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი", - თქვა დუჟარიკმა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის" განაცხადებით, ავღანეთში სამედიცინო პრეპარატების მარაგი ამოიწურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)