|
2021-08-28 17:07:16, 504 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა
ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა.-ამის შესაახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცლებს. მათი თქმით, სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება. სანიაღვრე სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად. "სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება. სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა განხორციელდება 180 სმ. დიამეტრის მილით, რომლითაც სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით, ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ჩაეშვება. სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ეჯიტაში", ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში ახორციელებდა. პროექტის შესაბამისად, აშენდა ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგური. სატუმბი სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა 3000 კუბ.მ. შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელდა."-ნათვქმია ინფორმაციაში
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)