04:33 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 18:58:27, 496 ნახვა

საზოგადოება
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ევექსის ქსელმა მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ,,მწვანე“ სტატუსი მიანიჭა

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ევექსის ქსელმა მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ,,მწვანე“ სტატუსი მიანიჭა.-ინფორმაციას აჭარის  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო.

,,ზოგადად ვაქცინაციის პროცესის პრიორიტეტულობა ძალიან აქტუალურია დღეისთვის და ამისთვის მაგალითს უნდა იძლეოდეს სამედიცინო პერსონალი. პირველი კლინიკა გახლავთ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ჰოსპიტალი, რომელმაც შეძლო თავისი პერსონალის 87 % -იანი მოცვა ვაქცინაციით, რისთვისაც მადლობა მინდა მათ გადავუხადო. დღევანდელ ვითარებაში ეს იქნება მაგალითი სხვა სამედიცინო დაწესებულებებისათვის. ჩვენ ყოველდღიურად მზარდი გვაქვს ვაქცინაციის ტემპი როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე მოსახლეობის კუთხით. თოთოეული ექიმი და ექთანი გახლავთ მისაბაძი მაგალითი თითოეული მოქალაქისთვის და ამიტომ, მსგავსი ტიპის აქტივობები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის“ - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics