05:23 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 17:50:47, 604 ნახვა

საზოგადოება
ზვიად მხეიძე ნიკორწმინდის, კაჩაეთისა და ხოტევის მოსახლეობას შევხდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე სოფლების - ნიკორწმინდის, კაჩაეთისა და ხოტევის მოსახლეობას შევხდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ისე სამომავლო პრიორიტეტებზე, განიხილეს არსებული პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. 

,,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრები დავიწყეთ. პირველ ეტაპზე სოფ. ნიკორწმინდის, კაჩაეთისა და ხოტევის მოსახლეობას შევხვდი, ერთად ვიმსჯელეთ სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე... ბოლო წლებში, აღნიშნულ სოფლებში არა ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდა წყალმომარაგება, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს გაზიფიცირების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომლებზე მუშაობაც აქტიურად გაგრძელდება“. - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics