|
2021-08-23 19:03:19, 568 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე-სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში მინდა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოსმთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შინდისის, წავკისისა და ოქროყანის მოსახლეობას შეხვდა.-ინფორმაცია "ქართული ოცნების" პრესსამსხური ავრცელებს მათი ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით მათი პოზიციები მოისმინა. როგორც ზურაბ აბაშიძემ ამომრჩევლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში, რისთვისაც ის მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს. „ჩვენს გუნდს აქვს ახალიინიციატივები და ხედვები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მთაწმინდის რაიონის, როგორც ცენტრალური, ასევე, პერიფერიული უბნების განვითარებას. სწორედ აღნიშნული გეგმებისა და სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში მინდა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები. შესაბამისად, ვაგრძელებ მთაწმინდის რაიონის თითოეული დასახლების მცხოვრებლებთან პირადად შეხვედრას, მათთან აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)