|
2021-08-21 20:06:49, 859 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში იმყოფებოდა 4 მოქალაქე, რომლებიც იყვნენ შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.-ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მათი ცნობით,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა. მოქალაქეების დასახმარებლად სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდნენ. "მეხანძრე-მაშველებმა შეუძლოდ მყოფი საფრანგეთის 3 და საქართველოს ერთი მოქალაქე ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჩამოიყვანეს, საიდანაც მოხდა მათი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა."-ნათქვამია განცხადებაში
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)