|
2021-08-21 11:02:34, 485 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა
თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებთან გამართა. გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოსახლეობის სურვილები მოისმინა. როგორც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობის თხოვნით, აბაშიძისა და ფალიაშვილის დამაკავშირებელ ერთ-ერთ შიდა ეზოში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. მისივე თქმით, ვაკის რაიონის გამგეობასთან თანამშრომლობით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, უახლოეს მომავალში სარეკრეაციო სივრცის პროექტირება დაიწყება. „ვაკის რაიონში, აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შევხვდი და მოსახლეობას ის პროექტები გავაცანი, რომელთა განხორციელებასაც სამომავლოდ ვგეგმავთ. პროექტების დაგეგმვისას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და მათი აქტიური ჩართულობა. სწორედ მათი თხოვნით, მისამართზე, სადაც დღეს ვიმყოფებოდი, სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ვგეგმავთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში, პროექტირების პროცესს დავიწყებთ. ეს გახლავთ მართლაც განსაკუთრებული სივრცე, სადაც კიდევ ერთი, ლამაზი სკვერი მოეწყობა"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)