|
2021-08-14 11:48:47, 859 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - წელს, უკვე ექსპორტირებულია დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ. ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სოფელ ჩუმლაყში 2012 წლამდე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. „მოგესალმებით გურჯაანელებო, ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით მივესალმები ამ ლამაზ ქალაქს და ამ ქალაქის მოსახლეობას, დიდი პატივისცემით და სიყვარულით. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით. ახლა მინდა, ჩვენს მოსახლეობას მოვუყვე, თუ რამხელა შედეგი დაიდო ჩვენი ერთობლივი შრომით, მთავრობის და ხალხის ერთობლივი ძალისხმევით. 2012 წლამდე, გურჯაანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, ერთ კონკრეტული სოფელზე, ჩუმლაყზე რომ ვისაუბროთ, მოსახლეობას, გლეხებს, ფერმერებს, მშრომელ ხალხს მოჰყავდათ ატამი, მაგრამ შემდეგ, ამის რეალიზაცია, რა თქმა უნდა, უჭირდათ, იმიტომ, რომ არ იყო შექმნილი სამაცივრე მეურნეობები. შესაბამისად, ფასიც იყო ძალიან დაბალი, მაშინ ღირდა 30-40-50 თეთრი, კილოგრამი ატამი და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა მოტივაცია, რომ აღნიშნული საქმიანობა გაეგრძელებინა. ჩვენი მთავრობის დროს და ეს პოლიტიკა, ინიციატივები დაიწყო პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობაში, ბოლო 8 წელიწადში, 2 მილიარდზე მეტი არის ინვესტირებული. შედეგად, სოფელ ჩუმლაყში შექმნილი არის 40 სამაცივრე მეურნეობა. წელს, უკვე ექსპორტირებული არის, დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ. ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში და შემოსავლის სახით, ამხელა შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს ერთი კონკრეტული ფაქტი მოვიყვანე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით, შეგვიძლია კონკრეტული შედეგის მიღწევა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)