|
2021-08-13 17:59:16, 530 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან, ბექა ფერაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროცესში სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. ბოლო სამი დღის მონაცემებით, დაჯარიმდა 20-ზე მეტი და დაილუქა 10-მდე ბიზნეს ობიექტი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, „კოვიდ-19"-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში, განთავსების ობიექტების გამოყენებას ეხებოდა. აღნიშნული მოდელი ინფიცირებულებისთვის სამედიცინო სერვისების კოვიდ-სასტუმროებში მიწოდებას ითვალისწინებს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მიმართვის შემდეგ, აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)