|
2021-08-13 14:50:41, 522 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ქედაში ოჯახის ექიმებს შეხვდა და იმუნიზაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ქედაში, ოჯახის ექიმებს შეხვდა და იმუნიზაციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს მათი ცნობით, "Pfizer"-ის ვაქცინით აცრის მსურველთა მიმართვიანობა დღიურად საშუალოდ 100-120, ხოლო "Sinovac"- ითა და "Sinopharm"-ით ვაქცინირებულთა რაოდენობა 50-60 ადამიანს შეადგენს. მინისტრის განცხადებით, ისეთ მუნიციპალიტეტში, სადაც პოპულაცია 15 000-მდეა, ეს სტატისტიკა, დადებითად ფასდება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქედის საავადმყოფოს მენეჯმენტს ვაქცინაციის პროცესზე მოქალაქეთა წვდომის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში მინისტრმა მუნიციპალიტეტის მხრიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "ვაქცინაციის პროცესის გაცნობის შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა იმუნიზაციის პროცესში ოჯახის ექიმების როლზე ისაუბრა და აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იმყოფებოდნენ."- ნათქვამია სამინიტროს განცხადებაში
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)