23:14 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 10:58:12, 680 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო ინფორმაციით, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა

გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების მეტყევე-სპეციალისტები გადამზადებულები არიან ტყის ხანძრების პრევენციისა და პირველადი რეაგირების მიმართულებით, რაც ტყის ხანძრების ქრობის ორგანიზებას, ტაქტიკას, საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების წესებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოვეწლიურად ახორციელებს, მათ შორისაა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოხალისეები იღებენ მონაწილეობას.

,,ტყის ხანძრების რისკის შემცირების მიზნით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ყოველწლიურად ხდება დროებითი მეხანძრე-დარაჯების  აყვანა, რომლებიც, რეგიონული სატყეო სამსახურების მეტყევეებთან ერთად, ხანძარსაშიში უბნების მონიტორინგში იღებენ მონაწილეობას და ზედამხედველობას უწევენ განსაკუთრებით მაღალი რეკრეაციული დატვირთვის მქონე ტყის ტერიტორიებზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას.

ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის საუკეთესო პრევენციაა. ეროვნული სატყეო სააგენტო თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და, ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტი - 112

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი - 153’’ -ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics