|
2021-08-10 10:19:00, 626 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახური შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ზედამხედველობას აძლიერებს
შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში განხორციელდება. ,,სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების ინიციატივა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)