|
2021-08-09 11:21:42, 502 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა დაიწყება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა ეტაპობრივად დაიწყება და მერების ხელფასები, პრაქტიკულად, გაორმაგდება. „ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენს რეალობაში, რომ ვუახლოვდებით არჩევნებს, მერების ხელფასები კი მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. ფინანსთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)