|
2021-08-06 15:52:28, 403 ნახვა
საზოგადოება
ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ევროპული ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩარტერული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ამჯერად, ტალინიდან დაემატა. ესტონეთის დედაქალაქიდან პირველ ჩარტერს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 150-ზე მეტი ტურისტი ჩამოჰყვა. ჩარტერული ფრენები "ტალინი-ბათუმი-ტალინი" კვირაში ერთხელ სექტემბრის ბოლომდე განხორციელდება. ტალინთან ერთად ჩარტერული ფრენები ბათუმში ვილნიუსდანაც ხორციელდება. ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერებიპირველად 2019 წელს დაიწყო. მას ორგანიზებას ტურისტული კომპანია "აჭარა ტური" უწევს. 2021 წლის ივლისში, ბათუმში 480 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 60 - ჯერ, ხოლო 2019 წლის მონაცემთან შედარებით36.36 %-ითაა გაზრდილი. მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 20.15 % -ით.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)