00:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 16:05:22, 1365 ნახვა

რეგიონი
მესტიის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიამ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა რიგირც შიდასასოფლო, ისე ცენტრალური გზები

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ძლიერი წვიმის გამო მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღიშნული, ძლიერი წვიმის შედეგად, აადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი და ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას.

მათივე ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

„უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ და საჯარო სკოლის შენობებს, დაზიანებულია გზა. მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა "ხერაშის" ღელე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია.

ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქია კვლავ საფრთხეს უქმნის გზის რამდენიმე მონაკვეთს.

სოფელ იფარში, მდინარე "ლასილურამ" წაიღო სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც დატოვებული ჰყავთ მერძეული საქონელი. ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს შესაბამისი ჯგუფები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები», -  ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics