|
2021-07-19 10:33:30, 1017 ნახვა
სამართალი
უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ
საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, შეწყალება დაკავებულების განცხადების გარეშე მოხდა. „იძულებული გახდა ქართული მხარე სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინათ, რაც არის ლუსტრაცია და მაჩვენებელი იმისა, რომ ეს ხალხი უკანონოდ იჯდა ციხეში ამდენი თვის მანძილზე. მათი განცხადების გარეშე მოხდა შეწყალება, ისინი უარს ამბობდნენ შეწყალებაზე“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)