|
2021-07-15 15:28:03, 878 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ანტონი ჟურნალისტებს - წყეულები ხართ, დაგლახვროთ უფალმა, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას
ათიანში მოგარტყით, მოძალადეებო, თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც მედიის წარმომადგენლებს მიმართავს. როგორც მეუფე ანტონი აღნიშნავს, ლგბტ-ს უკან ჟურნალისტები დგანან, რომლებიც ყველაფერს ლობირებას უკეთებენ. „გაგარტყით, ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოგარტყით, მოძალადეებო, თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენა ხართ, თქვენ, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენა ხართ ამ ლგბტ-ს უკან, ლობირებას უკეთებთ ყველაფერ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება და ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს, რომ ეს აღშფოთება ისე წაიყვანოთ, თქვენს წისქვილზე დაასხმევინოთ წყალი და რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში, არამც და არამც, ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული, ყველა წყეული იქნება, არ მეშინია, თქვენც ხომ წყეულები ხართ, სანამ არ მოინანიებთ და თავისთავად ასე იქნება, დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ, აქეთ რომ სახარების ციტირებები ისწავლეთ და აქით გვიკითხავთ სახარებას, იქნებ სარკეში ჩაიხედოთ, გაიგე და თქვენს თავს წაუკითხოთ სახარება. ისწავლეთ ერთი-ორი რაღაც და გაიგეთ, თქვენი განსწავლულობით აქეთ გინდათ შემოგვიტრიალოთ, ვაი თქვენს პატრონს, არ გვეშინია თქვენი“, - აცხადებს მეუფე ანტონი.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)