|
2021-07-14 23:26:52, 499 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ ბოლნისში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები გაიხსნა. ცენტრის პრეზენტაცია დღეს „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ მოეწყო. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განივითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს. ცენტრით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლის ზევით. სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ბაზაზე დაფუძნდა. აღსანიშნავია, რომ სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები ქვემო ქართლის გარდა კახეთსა და გურიაშიც ფუნქციონირებს. „დღეს ბოლნისში გაიხსნა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც დასაქმების მაძიებლებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარება, მათ კონსულტაციებს გაუწევს და დამსაქმებელთან დააკავშირებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ ცენტრის მომსახურებით ისარგებლონ. ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს გვერდში აუცილებლად დაუდგება, ჩვენ მსგავს პროექტებს მხარს აქტიურად ვუჭერთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)