|
2021-07-08 13:40:40, 834 ნახვა
საზოგადოება
მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. დავით წითლიძემ 2030 წლამდე პერიოდისთვის მელიორაციის დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით განსახორციელებელი გეგმა გააცნო. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დრენირებული ფართობი - 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება“,- განაცხადა დავით წითლიძემ. შეხვედრაზე კასპის მუნიციპალიტეტში, თეძამის წყალსაცავის მშენებლობასა და პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. აღნიშნული წყალსაცავის მოწყობით, რეგულარულად 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. გლობალური დათბობისა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, წყლის რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენება სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, წყალსაცავებისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ ასევე განიხილეს საირიგაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა და რწყვის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, შესაბამისად, გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)