|
2021-07-08 12:26:10, 687 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული
თბილისის მერი კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს და რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. „მინდა, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს ძალადობას გმობს და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, არავისთვის მისაღები არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს. „ჩვენ, ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წინწასული, დემოკრატიული და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, იყოს თავისუფალი, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო განვითარდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)