13:47 - 24 Jun, 2026
|
2021-07-07 19:59:13, 983 ნახვა
კომენტარი
ჯეიმს აპატურაი „პარაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე - ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, ეს უკუსვლაა საქართველოსთვის
„ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებს. „კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)