|
2021-07-07 15:11:45, 529 ნახვა
საზოგადოება
ჰერალდიკის საბჭო - შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისდამი არაღირსი პატივით მოპყრობა
შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას, - ამის შესახებ განცხადებას ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოს მისწრაფებები, გახეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოანი წევრი, გვავალდებულებს, ევროპის დროშა უდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით. „გასული დღეების მოვლენებმა აჩვენა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლოებს. დროშა არის განსახიერება ღირებულებების, რომლისკენაც ისწრაფვის და რომლისთვისაც ხშირად იბრძვის საზოგადოება. ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვის და ღირსი პატივით მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას. ასევე განვმარტავთ, რომ შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ცალკე აღებული რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობის და ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოა. საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის კულტურული იდენტობა, პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)