|
2021-07-06 15:07:33, 587 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, კლინიკებში პირდაპირი რიგის საშუალებით 400-მდე პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ 300-დან 400-მდეა პირს, ვაქცინაცია კლინიკებში, პირდაპირი რიგის საშუალებით ჩაუტარდათ. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მიმდინარე კვირის განმავლობაში აცრის დინამიკა კიდევ უფრო მოიმატებს. „ჰაკერული შემოტევების გამო პორტალმა კვირას, შუადღის შემდეგ დაიწყო ფუნქციონირება. დღეს დილისთვის რა ინფორმაციაც მაქვს, სულ რეგისტრაცია გაიარა 27 000-ზე ოდნავ მეტმა ადამიანმა. აქედან გუშინ 2 000-ზე მეტი, ამ მომენტისთვის 25 000 ადამიანია ჩაწერილი „სინოფარმზე“ და ეს რეგისტრაცია გახსნილია 19 ივლისამდე. ჩვენ გავხსენით დაახლოებით 100 000 ადგილი „სინოფარმზე“ რეგისტრაციისთვის 19 ივლისამდე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს აქტივობა მაღალი არაა, თუმცა პირველ დღეს 25 000-ის ჩაწერა ცუდი არ არის. დღეს მომცეს საათობრივი დინამიკა და ის თანდათანობით იმატებს. ჩაწერის გარდა გუშინ აცრილი იყო დაახლოებით 300-დან 400-მდე პირი ე.წ. ვირტუალური კაბინეტებით და პირდაპირი რიგით. დღევანდელი აცრის პროგნოზი არის 4 556. აქედან „სიონაფარმზე“ არის 3 156, „სინოვაკზე“ – 1 196 და „ასტრაზენეკაზე“ – 204. დღეს კიდევ მოიმატრებს ეს მაჩვენებელი და დიდი იმედი გვაქვს, ამ კვირის განმავლობაში ზრდის დინამიკა იქნება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ეს ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და საჭიროა კუმულაციური იმუნიტეტისთვის. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე მსჯელობას მიეძღვნა“, - განაცხადა ამირან გაყრელიძემ.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)