|
2021-07-05 16:34:56, 1059 ნახვა
საზოგადოება
ISFED - სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას
„სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების გამო, რომელთა მონაწილეებიც ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და გამოირჩევიან აგრესიით. საეკლესიო და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების არამშვიდობიანი შეკრება რამდენიმე ადგილას დაუფარავი სიძულვილისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს. ძალადობრივი აქციების მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს; თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს და შეეცადნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმას. ამ ფონზე, ღირსების მარშის მონაწილეებს არ მიეცათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის კერები სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად ვერ აღკვეთეს, ხოლო, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია "ღირსების მარშის გამართვა და მარში "რევანშისტულ, რადიკალურ” პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა. ამდენად, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა მოძალადე ჯგუფები, რამაც საფრთხე შეუქმნა ათეულობით ჟურნალისტისა და აქტივისტის უსაფრთხოებას.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)