|
2021-07-05 11:35:36, 564 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი აქცია, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება არის მიუღებელი. „ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, ჩვენ არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე კონსტიტუციაში მოხდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა. მე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ თავის პოზიციას, სურთ მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, სახელმწიფომ ამისთვის ყველაფერი უზრუნველყო და გუშინ და გუშინ წინ ჩაატარეს უსაფრთხოდ. დღეს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შსს არის მუდმივ კონტაქტზე პრაიდის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ საფრთხეები და მიეცათ ალტერნატიული ადგილის შერჩევის შესაძლებლობა. მე მოვუწოდებ გაითვალისწინონ. ზოგადად ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები მე ვფიქრობ ხელს უწობს მათ დისკრიმინაციას, როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება განსხვავებულობაზე ეს არის დისკრიმინაცია. ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობენ და მუშაობენ, არავითარი საფრთხე არ ექმნებათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)