|
2021-07-02 17:39:07, 801 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ მყოფი პირებიც შეძლებენ
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით 16 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებიც აიცრებიან. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში მოზარდების აცრებსაც ახორციელებს. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან, იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით აქტიურობა როგორი იქნება, შემდეგ გაიზრდება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“ და შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“. ამცრელი დაწესებულებები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მათი რაოდენობა იზრდება, გაიყოფა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)