|
2021-07-01 17:45:15, 589 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი
„ყველაფრისთვის საჭიროა ინვესტიციები. სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. დღეს, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ უპრეცედენტოდ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი იქნება 3 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი, თავის მხრივ, მოახდენს 4 მილიარდი ლარის მობილიზებას. შემდეგი 9 წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციის სახით, მხოლოდ ძირითად საშუალებებში მიმართული იქნება 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციური მიზნები იქნას მიღწეული. ჩვენ გვექნება სისტემური პროექტები საკრედიტო რესურსებზე წვდომის კუთხით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)