|
2021-07-01 13:55:53, 414 ნახვა
საზოგადოება
2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება
საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, ითვალისწინებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას; აგრეთვე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოს გეგმაა, ყოველწლიურად, 150 ჰა ტყის გაშენება და ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის ხელშეწყობა. ტყის აღდგენის ღონისძიებები ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით; ეწყობა ტყის დროებითი სანერგეები, ხორციელდება ტყის გაშენება, ტარდება ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები. 2013 წლიდან დღემდე, დროებითი სანერგეები მოწყობილია 6.4 ჰა ფართობზე, ტყის აღდგენა-გაშენება განხორციელდა 590.27 ჰა-ზე, ტყის აღდგენილი და გაშენებული ფართობების მოვლა განხორციელდა 833.41 ჰა-ზე. ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის მხრივ ყველაზე სენსიტიურ ბორჯომის ხეობაში 2008-2017 წლებში ნახანძრალი ტერიტორიაა. 2018-2020 წლებში ტყის აღდგენის კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა 314 ჰა ფართობზე, ამით სრულად იქნა მოცული პრიორიტეტული მონაკვეთები.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)