19:26 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 14:16:41, 571 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტომ, აფთიაქში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1500-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, აფთიაქში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1500-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და დაწესებულებას ჩამოერთვა.

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.

უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics