|
2021-06-28 17:57:47, 1078 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ „არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - პროექტის მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
თბილისში ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის "არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა და საკომიტეტო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ შეხვედრას ასევე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილე, ვაჰაგ მურადიანი ესწრებოდა. „შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა ბოლო წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო აქტივობები დაგეგმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებაა. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვან მსხვერპლებსა და დამნაშავეებთან სამუშაოდ, ასევე, დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა უკეთესი მართვის ხელშეწყობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)