|
2021-06-26 18:58:15, 779 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის პროცესი მიმდინარეობს. კრიმინალურ ავტორიტეტს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18 -109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა. ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობის მომომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალი, ფეთქებადი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასახებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ვატო ყიფიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ, 25 ივნისს თბილისის აეროპორტში დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობის მომზადებას ედავებიან. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკლელობის მომზადებას. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკლელობის მთავარი მოტივი 2016 წელს, ვაკეში სოსო ჯოხაძის მკლელობაზე, რომელიც ბადუკა ნათობაძემ საკუთარ მანაქანაში ჩაცხრილა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)