19:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 10:28:41, 2344 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: პუტინმა სპონტანური გადაწყვეტილებით რუსეთი იზოლაციაში მოაქცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას  განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთი სპონტანური გადაწყვეტილებით იზოლაციაში მოაქცია.

ამის შესახებ ობამამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ობამას თქმით, ყირიმის ანექსიით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, რითაც თავი იზოლაციაში მოიქცია.

„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ჩვენ გადატვირთვის პოლიტიკა გამოვაცხადეთ და გვქონდა კარგი სამუშაო ურთიერთობები ბატონ მედვედევთან. შედეგად, რუსეთის ეკონომიკა იზრდებოდა და მათ ჰქონდათ მისი დივერსიფიკაციის საშუალება. ასევე ჩვენი მხარდაჭერით, ისინი გახდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებიც. თუმცა, უკრაინასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც არ იყო რაღაც დიდი სტრატეგიის ნაწილი, არამედ სპონტანური პასუხი კიევში მეიდანზე განვითარებულ მოვლენებზე, ის აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც რუსეთი არის იზოლირებული", -განაცხადა ბარაკ  ობამამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics