04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 11:06:12, 857 ნახვა

რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანის  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  რწყვის სეზონის პარალელურად აქტიურად განაგრძობს.

წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით,   სამუშაოები  ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  ჩატარდა.

სოფელ ნაინდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ნინიგორის ორმაგი დანიშნულების  არხის  1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოებით არხში წყლის გამტარუნარიანობა აღდგა. შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება  100 ჰექტარამდე სავარგულზე გაუმჯობესდა.

აღდგენილი არხის მეშვეობით სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანის    სავარგულები ირწყვება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics