06:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-19 11:32:37, 967 ნახვა

რეგიონი
სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ექიმის ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი ოპერაციის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც მიყენებული ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები. ერთი მათგანი შედარებით მსუბუქი დაზიანებით იმყოფებოდა, მას მხოლოდ ქვედა კიდურის ტრავმული დაზიანება ჰქონდა და ქუთაისში იქნა გადაყვანილი.

მეორე პაციენტი იყო 32 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ის იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. მას აღენიშნებოდა ტრავმები სახეში - კერძოდ, ზედა და ქვედა ყბის, გულმკერდის, მუცლის, წელის და ორივე, ზედა და ქვედა კიდურის არეში. პაციენტი მაშინვე აყვანილი იქნა საოპერაციოში, ჩაუტარდა ოპერაცია და მისი დასრულებიდან დაახლოებით საათნახევარში გარდაიცვალა“, - განაცხადა ექიმმა ლია ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics