11:06 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 13:35:01, 881 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლებლი ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ

პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ, - აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რომან პროტასევიჩის მშობლები საკუთარი შვილის კეთილდღეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მიიჩნევენ, რომ მას ბელარუსის მთავრობა აწამებს.

„ჩვენ გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რათა ყველა უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდეს ციხიდან. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რადგან ისინი ყოველდღიურად ძალადობისა და სადიზმის მსხვერპლნი არიან“, - მიმართეს რომან პროტასევიჩის მშობლებმა ანგელა მერკელს.

შეგახსენებთ, რომ რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა ბელარუსის ხელისუფლებამ 23 მაისს მას შემდეგ დააკვა, რაც მათი თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისზე მიფრინავდა, იძულებული გახადა, რომ დაშვებულიყო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics