|
2021-06-11 11:51:13, 638 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აპრილ-მაისში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა 172 333 შეადგინა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში აპრილ-მაისში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია. „1 ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით“, - აცხადებს მედეა მედეა ჯანიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)