05:18 - 31 Jul, 2026
|
2021-06-07 11:50:31, 983 ნახვა
საზოგადოება
მებაჟე ოფიცრების მიერ საფოსტო გზავნილით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის - გ.მ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - 21 315 ევრო და 10 600 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, აღნიშნულმა თანხამ - 119 316,46 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 169 მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს, სანქციის სახით, საქონლის (თანხის) ჩამორთმევა შეეფარდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)