06:38 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 11:45:11, 518 ნახვა

საზოგადოება
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება

15 ივნისიდან ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით განისაზღვრება. 

„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა,   რეაბილიტაციის შემდეგ,  20 აპრილიდან ემსახურება თბილისის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ჩვენ ის გავხადეთ უფასო. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სხვა  მგზავრებისთვის 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და აღნიშნული საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში. ეს  იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით, 90 წუთის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, უფასოდ გამოიყენოს ეს საბაგირო. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ  საბაგიროთი და ვფიქრობ,  ეს  ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics